ჯავშნის, გაუქმებისა და თარიღის შეცვლის პოლიტიკა

Hotel Lalasa Batumi
 
ჯავშნის დადასტურება:
ყველა ჯავშანი, რომელიც შესრულებულია ონლაინ პლატფორმების ან პირდაპირი კომუნიკაციის საშუალებით, დადასტურდება ოფიციალურად ელექტრონული ფოსტით ან შეტყობინებით.
 
გაუქმების პოლიტიკა:
•ჯავშნის გაუქმების შემთხვევაში თანხის დაბრუნება არ ხდება.
•სტუმრების კომფორტისთვის, გაუქმებული ჯავშნის შემთხვევაში გთავაზობთ ერთჯერადად იმავე წლის განმავლობაში თარიღის შეცვლის საშუალებას.
•თარიღის შეცვლის მოთხოვნა უნდა გაკეთდეს მინიმუმ 3 დღით ადრე ჩასვლის თარიღამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცვლილების უფლება გაუქმდება.
 
არ გამოცხადების (No-show) შემთხვევა:
•თუ სტუმარი არ გამოცხადდა ჯავშნის თარიღზე, ჯავშანი გაუქმდება და არც თანხის დაბრუნება მოხდება, არც თარიღის შეცვლა.
 
მნიშვნელოვანი შენიშვნა:
•სპეციალური აქციებისა და ფასდაკლებების შემთხვევაში შეიძლება განსხვავებული პირობები მოქმედებდეს.
•თარიღის შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ სასტუმროს ხელმისაწვდომობის მიხედვით.